Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მუსტაფა შელია![]()
Biographyპოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" თავმჯდომარე. 1937 წელს იგი დაიჭირეს, დაკითხვების დროს დააძვრეს ფრჩხილები, შემდეგ კი ამოუშანთეს, მაგრამ სერიოზული წამების მიუხედავად თავისი თანამებრძოლები არ გასცა, გადაასახლეს შუა აზიაში. გადასახლებიდან 1940 წელს დაბრუნდა, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში დაუკავშირდა ორგანიზაციას "თეთრი გიორგი" და გერმანულ დაზვერვას, გეგმავდა ამბოხს საქართველოში კომუნისტურ წყობის დასამხობად და გერმანული არმიის დახმარებით საქართველოს განთავისუფლებას. 1943 წელს გამცემის წყალობით სახლს, სადაც ლევან შელია იმყოფებოდა, რამდენიმე ათეულმა ჩეკისტმა ალყა შემოარტყა. ლევან შელია ნაგანით იყო შეიარაღებული, მაგრამ ჩეკისტებს არ დანებდა, სამჯერ დაჭრილმა ალყა გაარღვია, მაგრამ მოგვიანებით მიყენებული ჭრილობებისა და სისხლდენისაგან გარდაიცვალა. საბჭოთა წყობისა და სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი. წყარო: burusi.wordpress.com; geonecropol.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |