შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ პოპიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გამარჯვება, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს; 1970-1977წწ. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1973 წლიდან ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან შეთავსებით იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. მისი კვლევა-ძიების მთავარი სფერო იყო გერმანული კლასიკური ფილოსოფია. იგი ეროვნული პრობლემატიკისა და პოლიტიკის თემებისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი სტატიისა და პუბლიცისტური წერილის ავტორია. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მის მშობლიურ სკოლას სოფელ გამარჯვებაში 1998 წლის 1 სექტემბრიდან ეწოდა ავთანდილ პოპიაშვილის სახელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.143; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 291 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |