შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის სპეციალობით 1980 წელს; ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა - 1983 წელს. 1984-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის ლაბორანტი; 1988-2000წწ. - ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემების შემსწავლელი ს/კ ჯგუფის უფროს მეცნიერ თანამშრომელი; 1997-2004წწ. - საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული მართვის სამსახურის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 2000-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი; 2004-2006წწ. - ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2007-2008წწ. - IB-ევროკავკასიური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2008-2010წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2010-2012 - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თეორიული ფილოსოფიის კათედრის პროფესორი. მუშაობს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, თეორიული ფილოსოფიის, ჰერმენევტიკისა და სოციოლოგიის პრობლემებზე. იკვლევს აგრეთვე ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის პრობლემებს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ფილოსოფიის ზემოხსენებულ დარგებში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თვითშემეცნების ფილოსოფიური პრობლემა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანი და ხვედრი (დროის მეტაფიზიკა )", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.145; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |