შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკა გუჯეჯიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. განათლება: 1998 - 2010 წწ. – თბილისის N1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა; 2010-2014 წწ. – სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტი; 2014-2016 წწ. - Miami Ad School Europe, Art Direction. სამუშაო გამოცდილება: 2019 - კრეატიული დირექტორი, "ალდაგი", თბილისი, საქართველო; 2016-2019 წწ. - კრეატიული დირექტორი, საქართველოს ბანკი, თბილისი, საქართველო; 2015 - არტ დირექტორი, BETC, პარიზი, საფრანგეთი; 2015 - არტ დირექტორი, Proximity BBDO, ბერლინი, გერმანია; 2015 - არტ დირექტორი, Y&R Prague, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა; 2013-2014 წწ. დიზაინერი, BetterFly | DDB, თბილისი, საქართველო; 2012-2013 წწ. დიზაინერი, JWT Metro, თბილისი, საქართველო; 2011 არტ დირექტორი, Windfor’s Communications, თბილისი, საქართველო. ნიკა გუჯეჯიანი ბევრი საინტერესო ინიციატივის, იდეის და პროექტის შემქმნელი, ავტორი და თანაავტორი იყო: "წერე ქართულად", ანიმაციური ფილმები ქართულ ანბანზე და ქართულ რაგბიზე; პროექტი-სერიები, მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი - "გამოფინე დროშა. 26 მაისი", სარეკლამო- საინფორმაციო ვიდეო-რგოლების სერია საქართველოში პირველად მომხდარი მოვლენების, ქალების, ცნობილი ადამიანების, სიტყვების მნიშვნელობის, ქართული ფილმების და ფულის შესახებ; საქართველოს ბანკის ახალი ლოგოს შექმნა; ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიით 3D პრინტერზე დაბეჭდილი ქართული ქვევრის, "Qvevri-XYZ." და სხვ. ნიკას სახელის უკვდავსაყოფად: Miami Ad School-ის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაწესდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია. ყოველწლიურად ერთი ქართველი სტუდენტი, სწავლისა და ცხოვრების 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Miami Ad School-ში; კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში დააწესა "ნიჭიერი მარკეტოლოგის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდების ინსპირაციის მიმცემი გარემოს შექმნისათვის"; "ჯორჯია კაპიტალის" ინიციატივით "რედბერისათვის" გამოყოფილ საინვესტიციო ფონდს მიენიჭა ნიკა გუჯეჯიანის სახელი; საკომუნიკაციო სკოლამ Tbilisi School communication- მა ინოვაციური სტარტაპების თანამშრომელთათვის დააწესა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის გრანტი - სტიპენდია. ნიკასადმი მიძღვნილი არა ერთი საინფორმაციო ვიდეო - რგოლი შექნეს საქართველოს ბანკმა, Marketer ge, JVT Metro, Movement TV, Miami Ad Scool Europe, Ad Black Sea - internacional Festival of Creativity, Batumi 2019. დაიღუპა ავტოავარიის შედეგად.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |