The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ჯაფარიძე

ავთანდილ ჯაფარიძე
Date of birth:11 June, 1914
Date of death:11 December, 1959  (at 45 years)
Category:Aviator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

თბილისში დაამთავრა გერმანული სკოლა. 1933 წელს ჩაირიცხა მოსკოვის საგზაო-სატრანსპორტო ინსტიტუტში, საიდანაც გაიწვიეს წითელ არმიაში, შემდეგ დაამთავრა ეისკის სასწავლებელი ლეიტენანტის წოდებით, მსახურობდა საზღვაო ფლოტის ავიაციაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ავთანდილ ჯაფარიძე საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე იყო, განახორციელა 600-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა. მის შესახებ წერდნენ ილო მოსაშვილი ("ზღვის არწივი");  სიმონ ჩიქოვანი ("რამდენიმე დღე კონსტანტინე ლესელიძესთან"), ("ჩვენი მფრინავების ბრწყინვალე გამარჯვება") და სხვ. სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო მედლებითა და ორდენენებით, მათ შორის უშაკოვის II ხარისხის ორდენით.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.216

Awards and Honors

  • წითელი დროშის ორდენი (ოთხი ორდენი)
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Share: