The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილი
ოფიციალური სახელი:რუსუდან მაყაშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1986  (38 წლის)
კატეგორია:მსახიობი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2008 წლიდა რუსთაველის თეატრის მსახიობია; რუსთაველის თეატრში ნათამაშები როლები: ბერთულეს ქალიშვილი (ფელისიენ მარსო, "კვერცხი", რეჟ. სანდრო მრევლიშვილი); მეხანძრე (მაქს ფრიში, "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი", რეჟ. რობერტ სტურუა); ქეთუთა (გიორგი მგელაძე, "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება", რეჟ. გიორგი მგელაძე); ქეთი (ირაკლი სამსონაძე, გიორგი თავაძე, "დაბოლილი მთვარე", რეჟ. გიორგი თავაძე); მარია (უილიამ შექსპირი, "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", რეჟ. რობერტ სტურუა); იგი ეკრანზე პირველად გამოჩნდა საქართველოს ბანკის 2010 წლის რეკლამაში, შემდეგ – ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან", სადაც ის ასრულებს ანჩოს როლს. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე; ფილმოგრაფია: მაია ("რენე მიდის ჰოლივუდში", რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე, 2010), თინჩო ("ოცნების ქალაქი", რეჟ. დავით იმედაშვილი, 2010), ქეთა (სიყვარულის ბალადა", რეჟ. ირაკლი კაკაბაძე, 2011), ეკა ("გული+", რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე, 2011), პეპი ("ანოს და ვანოს თავგადასავალი", რეჟ. ჯაბა მელქაძე, ლევან დაბრუნდაშვილი, 2011), კლარა-მძარცველი ("ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი, რეჟ. ზურა მენთეშშვილი, 2014-2015), ნია ("გივი", რეჟ. დუტა სხირტლაძე, 2014); გადაღებულ იქნა ნესტან-დარეჯანის როლში "ვეფხისტყაოსნის" შესაძლო ეკრანიზაციის საცდელ კადრებში; იყო სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი; ასევე გაიმარჯვა სატელევიზიო შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს მეორე სეზონში; 2015 წლიდან "რუსთავი 2"-ის მეგაშოუს "ნიჭიერი" ჟიურის წევრი; 2015-2018 წლებში "რუსთავი 2"-ის მუსიკალური მეგაშოუს "X ფაქტორი" წამყვანი; 2021 წლიდან "რუსთავი 2"-ის გადაცემის "The Talk შოუ" წამყვანი; კინოსა თეატრის მსახიობი, რეიტინგული შოუების ტელეწამყვანი.

წყარო: კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური): imdb.com; ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org


გააზიარე: