The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონია
Date of birth:8 November, 1976  (48 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2000 წელს სწავლობდა დრეზდენის გოეთეს ინსტიტუტში; 2001-2002წწ. დოქტორანტურაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე.

2002-2005წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის დოცენტი; 2005–2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სამოქალაქო, ევროპული და საერთაშორისო კერძო სამართლის კათედრის გამგე და კავკასიის სამართლის სკოლა (CSL)-ის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი; 2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2017-2018წწ. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ხოლო 2018 წლიდან სამართლის სკოლის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2002-2009წწ. ს/ს "თიბისი ბანკი"-ის იურისტი; 2007-2013წწ. სხვადასხვა საინვესტიცო პროექტებისა და საერთაშორისო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მჩეველი. 2004–2018წწ. საერთაშორისო იურიდიული ფირმა "გაბისონია, დიდრიხი და პარტნიორები, კს"-ის მმართველი პარტნიორი, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "ფაინ ლაიფ თბილისი"-სა და საინვესტიციო კომპანია "ჯიელეს ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი; 2005 წლიდან დღემდე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი პროექტის ექსპერტი; 2018 წლიდან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი; 2005 წელს იყო მაქს პლანკის საზოგადოების სტიპენდიანტი; 2007-2017წწ. მიღებული აქვს დაად-ის სტიპენდიები-სამეცნიერო კვლევებისათვის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში, იურიდიული ფაკულტეტზე; არის 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "საინვესტიციო დავის მონაწილე იურიდიულ პირთა იურისდიქცია", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი: rustaveli.org.geglslegal.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: