შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელანია ესაულოვა-ჩოდრიშვილი![]()
ბიოგრაფიამელანია ესაულოვა 1892 წელს დაქორწინდა მიხა ჩოდრიშვილზე, ისინი ერთად ეწეოდნენ არალეგალურ პარტიულ მუშაობას ბათუმსა და თბილისში. თავის საცხოვრებელ სახლში, (მიხეილის პროსპექტი, სახლი ნომერი 10) მართავდნენ კრებებსა და კონფერენციებს. მელანია ამავე დროს იყო წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას ევალებოდა პატიმრობაში მყოფ პარტიულ ამხანაგებთან კავშირის დამყარება, წერილებისა და ლიტერატურის შეგზავნა, სურსათისა და ტანსაცმლის მიწოდება. 1898 წელს შევიდა რსდმპ რიგებში. მიხა ჩოდრიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905 წლის რევოლუციაში. მას გადაჰქონდა საბრძოლო იარაღები, ასაფეთქებელი ნივთიერებები; ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას და უვლიდა დაჭრილ მებრძოლებს. მელანია მუდმივად იყო პოლიციისა და ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ, განიცდიდა დევნას და არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1906 წელს იგი მიხა ჩოდრიშვილთან ერთად არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო როსტოვში დატოვეს, საიდანაც მან თბილისში დაბრუნება მოახერხა. არალეგალურად მუშაობდა თბილისსა და ბაქოში. 1910 წელს მელანია ესაულოვა და მიხა ჩოდრიშვილი ისევ გადაასახლეს როსტოვში, მას იქაც არ შეუწყვეტია არალეგალური მუშაობა; დააარსა ქალთა წრე, ეხმარებოდა პოლიტპატიმრებს. გარდაიცვალა ქ. როსტოვში, პარტიულმა ამხანაგებმა მის საფლავზე ძეგლი დადგეს, ხოლო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილები დაიბეჭდა მაშინდელ ქართულ პრესაში. მიხეილ (მიხა) ჩოდრიშვილის მეუღლე, რევოლუციონერი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |