The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ გოგიაშვილი

ანზორ გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი 1962 წელს; 1963-1970 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1962-1971 წწ. საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტი (ტენორი); 1971-1980 წწ. მუშაობდა თბილისის ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის ღია ცის ქვეშ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, იყო ფონდების მთავარი მცველი; 1980 წლიდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად; სხვადასხვა წლებში იყო სამუზეუმო ფასეულობათა დაცვა-აღრიცხვის განყოფილების უფროსი ლაბორანტი, ეთნოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1992-2014 წწ. რკინის ნაკეთობათა ფონდის მცველი, 2005-2012 წწ. საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ლანდშაფტის მენეჯერი. ჩატარებული აქვს საფონდო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ სამეცნიერო ექსპედიციებში: ერწო-თიანეთი (ხელმძღვანელი: ჯ. სონღულაშვილი, 1971); ქვემო ქართლი (ხელმძღვანელი: ლ. ფრუიძე, 1971); გურია-აჭარა (ხელმძღვანელი: ლ. ფრუიძე, 1972); ქართლი (ხელმძღვანელი: ლ. ფრუიძე, 1974); ერწო-თიანეთი (ხელმძღვანელი: ჯ. სონღულაშვილი, 1975); შიდა ქართლი (ხელმძღვანელი: გ. ჯალაბაძე, 1983); ქვემო ქართლი (ხელმძღვანელი: გ. ჯალაბაძე, 1984-1985); ტრანსკავკასიის რკინიგზისპირა კომპლექსური ექსპედიცია დუშეთის რ-ნში (ხელმძღვანელი: მ. ხუციშვილი, 1986); კახეთი (ხელმძღვანელი: გ. ჯალაბაძე, 1987-1989); 1976-1980 წწ. ღია ცის ქვეშ მუზეუმის დავალებებით განახორციელა მოკლევადიანი მივლინებები იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭარის, ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ცხინვალის, ჯავის, ზნაურის რაიონებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით შესრულებული აქვს პროექტები: ხალხური მეტალურგია და რკინა-მჭედლობა აღმოსავლეთ საქართველოში (2001-2002); ხალხური მეტალურგია და რკინა-მჭედლობა დასავლეთ საქართველოში (2002-2003); ხალხური მეტალურგია და რკინა-მჭედლობა საქართველოში (2003-2004); ვაჭრობა და ხელოსნობა ქალაქ ცხინვალში (2004-2005). საქართველოს ეროვნული მუზეუმისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებისთვის მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საპატიო სიგელი (2014). არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    სამოქალაქო ომის დროს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დაცვისათვის

ბიბლიოგრაფია

  • რკინის რიტუალური ნივთები ეროვნული მუზეუმის ფონდში (ავტორი) // ეთნოლოგიური ძიებანი: ტ. IV. - თბილისი, 2010. - გვ.258-264
  • ფეხსაცმელი "რკინის ქალამანი" : საქ. სახ. მუზეუმში ექსპონატების ეთნოგრაფიული კვლევა: "რკინის ქალამანი" ხალხურ მეტყველებაში, ხატოვან სიტყვათქმებში და ქართულ ხალხურ ზღაპრებში (ავტორი) // ეთნოლოგიური ძიებანი: N2. - თბილისი, 2003. - გვ.99-105
  • "Die eisernen Schuhe" : Dichtung oder Wirklichkeit? (ავტორი) // Märchenspiegel. Zeitschrift für internationale Märchenforschung und Märchenpflege: N3. - Volkach, 2002. - 9-10
  • სახნის-საკვეთელის ძირითადი ტიპები : ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების რკინის ფონდის მიხედვით : განგხილულია იარაღბის ცალკეული ტიპები და მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპები (ავტორი) // ეთნოლოგიური ძიებანი: N1. - თბილისი, 2000. - გვ.269-277
  • მჭედლობა შიდა ქართლში (ავტორი) // შიდა ქართლის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. - თბილისი, 1987. - გვ.164-180
  • ქასური სალესავი (ავტორი) // მასალები საქართველოს მატერიალური კულტურისა და ეკონომიკის ისტორიისათვის. - თბილისი, 1982. - გვ.52-55

გააზიარე: