Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საშა პაპავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1928 წელს. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც 1917 წლის ნოემბერში ახალგაზრდებთან ერთად ჩამოაყალიბა მარქსის ინტერნაციონალისტთა ახალგაზრდული კავშირი "სპარტაკი"; 1918-1920წწ. მოწაფეთა შორის ეწეოდა არალეგალურ მუშობას, ქუთაისის პარტიული ორგანიზაციის დავალებით; 1920-1921წწ. თბილისის უნივერსიტეტში მოქმედი კომუნისტური უჯრედის წევრი; მუშობდა ბოლშევიკურ გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში; აქტიურად მონაწილეობდა მენშევიკური მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში; 1920 წელს იყო დაპატიმრებული და იმყოფებოდა ქუთაისის ციხეში, განთავისუფლდა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ; 1921-1923წწ. იყო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "მუშა და გლეხის" რედაქტორის მოადგილე; 1924-1925წწ. რედაქტორობდა საქართველოს კომპარტიის აჭარის კომიტეტის და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ორგანოს გაზეთ "ფუხარას", ქ. ბათუმში; 1924 წელს დაბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწავლა განარგძო ეკონომიკურ ფაკულტეტზე; 1925-1926წწ. სწავლასთან ერთად, პარალელურად, თბილისის საქალაქო კომიტეტში მუშაობდა აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ; 1928 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა; 1931 წლიდან სხვადასხვო დროს კითხულობდა ლექციებს პოლიტეკონომიაში სატყეო და პედაგოგიურ ინსტიტუტებში; მცირე ხნით ასრულებდა საფინანსო - ეკონომიკური ინსტიტუტის საფინანსო ფაკულტეტის დეკანის და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის სწავლული მდივნის მოვალეობას; 1924-1935წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებული პარტიული ბიუროს წევრი; 1931-1933წწ. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე; 1932 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება; 1934-1935წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1935-1936წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი); იყო სტალინური რეპრესიების მსხვერპლი; 19 წელი გაატარა სტალინურ იზოლატორებსა და ბანაკებში (1955 წლამდე); 1956 წელს მთლიანად იქნა რეაბილიტირებული; 1956-1990წწ. იყო ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოტიქნიკური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი; საავიაციო ქარხნის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი და კითხულობდა ლექციებს საზოგადოება "ცოდნის" ხაზით. გამოცემული აქვს რამდენიმე შრომა ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.20-24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |