The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბადაგაძე

ვახტანგ ბადაგაძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:2007  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1955 წელს; ასპირანტურა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში - 1958 წელს.

1958 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-1968წწ. - სწავლული მდივანი; 1968-1971წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1982წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრას; 1982 წლიდან იყო ამ კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სასრულსხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა. კერძოდ, შეისწავლიდა მეორე რიგის ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვით ამოხსნებს; ასეთი ტიპის განტოლებების აპროქსიმაციას; აგებდა ამ განტოლებებისათვის სხვაობიან სქემებს; აზუსტებდა განშტოებადი შემთხვევითი პროცესების ზოგიერთ თეორემას; განსაზღვრავდა და იკვლევდა რიტცის კანონიკური განტოლებებიდან მწკრივის კორექტირების კოეფიციენტებს; ვ. ფადეევის მეთოდის გამოყენებით განიხილა დირიხლეს ამოცანა პუასონის მრავალგანზომილებიანი განტოლებისათვის; იგი შეისწავიდა ზოგიერთ ვარიაციულ ამოცანას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.182-183

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: