The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ კოჭლაშვილი

მერაბ კოჭლაშვილი
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ფეხბურთელობისას თამაშობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს პირველობის მეორე ლიგის სხვადასხვა გუნდებში. მწვრთნელობა ბავშვთა ფეხბურთში დაიწყო, შემდეგ მუშაობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის არაერთ გუნდში, გორის "დილაში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "მრეტებში", ხაშურის "ივერიაში", "ზესტაფონში", "თსუ"-ში; 2000 წელს მივიდა "ვიტ ჯორჯიაში"; ოთხი წლის შემდეგ სწორედ მისი ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი; 2005-2006წწ. სეზონში წვრთნიდა ზესტაფონის გუნდს; "ვიტ ჯორჯიაში" 2006 წელს დაბრუნდა და მუშაობდა მეორე გუნდში; შემდეგი სეზონი ძირითად გუნდთან გაატარა, რის შემდეგაც კლუბი დატოვა; 2012-2013წწ. სეზონი მისი "ვიტ ჯორჯიაში" მოღვაწეობის ბოლო პერიოდი იყო.

წყარო: int.soccerway.comtransfermarkt.co.ukfczestafoni.ge


გააზიარე: