The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გველესიანი

თეიმურაზ გველესიანი
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:2015  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - ინჟინერ-მშენებელი 1962 წელს.

1967-2005წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის - უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2011წწ. - ამავე ინსტიტუტის საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების უფროსი; 2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად შეეხება საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის პრობლემებს, კერძოდ, წყალსაცავებსა და ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ჰიდროდინამიკური (ტალღური) ზემოქმედებისა და სიჩქარეთა ველების მათემატიკურ მოდელირებას ექსტრემალურ პირობებში (მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის, შტორმის და სხვ. დროს). მისი ახალი საანგარიშო მეთოდები გამოიყენებოდა მაღალი, მათ შორის, უნიკალური კაშხალების: საიანო-შუშენსკაიას (სიმძლავრით 6400 მგვტ, სიმაღლით 240 მ), როგუნის (სიმაღლით 335 მ), ენგურის (სიმაღლით 271,5 მ), მიატლის, ირგანაის, გეტიკის, ჟინვალის, სიონის, ხუდონის და სხვ. დაპროექტების, მშენებლობისა და რეაბილიტაციის დროს სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში (საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, ციმბირი, დაღესტანი და სხვ.). მისი კვლევების ორიგინალური მეთოდოლოგია შეტანილია სეისმომედეგობასთან დაკავშირებულ ყველა სახელმწიფო (ყოფილ საკავშირო) სამშენებლო ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტში (მათ შორის, "სამშენებლო ნორმებსა და წესებში"), რომლებიც ამჟამად გამოიყენება საქართველოში, რუსეთის ფედერაციაში და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. 2003-2009წწ. ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოს ჰიდროკვანძების რეაბილიტაციის, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების პროგრამების მიხედვით; 2009 წლიდან ეწეოდა კონსულტაციას პროექტისა, რომელიც ხორციელდება ისრაელში სათბური გაზის (ნახშირორჟანგის) შთანთქვის ტექნოლოგიის დამუშავებასთან დაკავშირებით. მიღებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია (2011). ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1999).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.202-203; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.73-74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს კვების მრეწველობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: