შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ მრევლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი, უკრაინა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1930 წელს. 1931 წელს მუშაობა დაიწყო ფონეტიკის ლაბორატორიის ასისტენტად, 1934 წლიდან კითხულობდა ლექციებს რუსულ ენაში. თინათინ მრევლიშვილის დისერტაცია მიეძღვნა მიხეილ ლერმონტოვის პროზის ლექსიკას, დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე. სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის, ახლანდელი ილიაუნი), იყო მისაღები გამოცდების საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1948 წელს მან დააარსა რუსული ფილოლოგიის განყოფილებაზე ახალი კათედრა-რუსული ენის №2 კათედრა, რომელსაც 40 წელი ხელმძღვანელობდა; იყო მშრომელთა დეპუტატების ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სამივე მოწვევის საბჭოს დეპუტატი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეგიდით გამოიცა ქართველ და გერმანელ სპეციალისტთა ერთობლივი შრომების რამდენიმე კრებული, ჩატარდა კონფერენციები თბილისსა და იენაში. თინათინ მრევლიშვილს ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სიტყვათწარმოების, მწერლის ენის, ტექსტის ლინგვისტიკის, რუსული ენის სინტაქსისა და რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლების საკვანძო საკითხებზე. მისი მონოგრაფია "რთული ქვეწყობილი წინადადების სახეები ნ. ვ. გოგოლის ენაში" გამოიცა რუსულ ენაზე მოსკოველი მეცნიერის, პროფესორ ფ. კუზმინის რედაქტორობით. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1963 წელს მოსკოვში. პროფესორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.148 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |