შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებიოს ადგილი: ქ. თბილისი. 1997-2002 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, ორდინატურა გაიარა ნეიროქირურგიასა და ნეირორადიოლოგიაში (რუსეთი); 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია; მუშაობს ქალაქ თბილისის კლინიკური ნეირორადიოლოგიის ცენტრში; პოპულარობა მოიპოვა სერიალში "შუა ქალაქში" შესრულებული როლით (ექიმი ირაკლი ჩხეიძე); იყო რადიო "იმედის" საავტორო გადაცემა "ჯაზოთერაპიის", საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშების, ტელე-კომპანია "იმედის" "ღამის შოუს" წამყვანი; არის საქართველოს "მსკ-ს" (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) ჩემპიონი და წლის საუკეთესო მოთამაშე (1996), საქართველოს "მსკ-ს" მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული (1997), საქართველოს "მსკ" ნაკრების "ნამდვილი თამადების" წევრი და სოჭის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, დსთ-ს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ორგზის მეოთხედ ფინალისტი (1994-1997); "იმედის დილის" წამყვანი. ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი, კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიპეროსტოზული კრანიოორბიტალური მენინგიომების ქირურგია".
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |