The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე კევლიშვილი

ბარბარე კევლიშვილი
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1937  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურდღელაური, თელავის რაიონი.

ბარბარე კევლიშვილი დაპატიმრებამდე იყო საქართველოს სსრ კპ(ბ) კასპის რაიონული კომიტეტის მდივანი, საკავშირო კპ(ბ) წევრი 1926 წლიდან, პარტიიდან გაირიცხა კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. გაასამართლა "სამეულმა", სხდომა ჩატარდა 1937 წლის 11 სექტემბერს. ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაციის აქტიური წევრი, 1935 წელს გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაცია. პირადად გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ  კონტრრევოუციური და მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. მინიშნება სხდომის ოქმზე: "მე-5 თვის ორსული. მშობიარობის შემდეგ შესრულდეს სასჯელი..." (გარდაიცვალა ციხის საავადმყოფოში მიღებული ფიზიკური ტრამვების და სეფსისის შედეგად). 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: