The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია ჩხეტიანი

მზია ჩხეტიანი
Date of birth:10 May, 1940
Date of death:October, 2020  (at 80 years)
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ღვირიში, ლეჩხუმი, ცაგერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს.

მისი ნაწარმოებები იბეჭდება 1965 წლიდან; სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და ტელევიზიაში. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებში. არის 1996 წელს ბავშვთა საერთაშორისო ფონდისა და გაზეთ "ნერგის" მიერ გამოცხადებული პოეზიის კონკურსის ლაურეატი, ხოლო 2008 წელს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებების კონკურსზე "ხერთვისი" პოეზიაში მიენიჭა პირველი პრემია. 1964 წლიდან, 56 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის ყოფილ ბინაში, მთაწმინდის ქუჩა (ახ. ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩა) № 20-ში. საბავშვო პოეტი და მწერალი.

წყარო: მზია ჩხეტიანი - 70 // მწერლის გაზეთი. - თბილისი, 2010. - 1-15 მაისი. - N5. - გვ.9; ინტერნეტ-პორტალი "წიგნიპედია": tsignipedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.83

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1978-2020)

Awards and Honors

  • 2019 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მოზარდი თაობების აღზრდაში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის
  • 1990 - შიო მღვიმელის სახელობის პრემია

Bibliography


Share: