შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ კიკვიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1978 წლიდან იყო ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტის სტუდენტი; 1980 წლიდან სწავლა განაგრძო და 1984 წელს დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (მსტუ), სპეციალობით: მანქანების დინამიკა და სიმტკიცე; 1989 წელს დაამთავრა მსტუ-ს ასპირანტურა სპეციალობით: მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკა. 1992-1995წწ. იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა. ა. ბლაგონრავოვის სახელობის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1984-1986წწ. - ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობის კათედრის ასისტენტი; 1989-1992წწ. - ლითონების წნევით დამუშავების კათედრის გამგე; 2004-2006წწ. - მშენებლობის კათედრის გამგე; 1997-2005წწ. - სამაგისტრო სწავლების ფაკულტეტის დეკანი; 2006 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი; სამეცნიერო ჟურნალის "აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2011-2012წწ. მოღვაწეობდა შ. ესენოვის სახელობის კასპიის ტექნოლოგიებისა და ინჟინერინგის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. აქტაუ, ყაზახეთის რესპუბლიკა). მისი სამეცნიერო ინტერესთა სფეროა მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკა, ტექნილოგიური მექანიკა, მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირება, თერმოდრეკადი ღეროების გეომეტრიულად არაწრფივი ამოცანები, არაწრფივი-ბლანტი-განმტკიცებადი მასალების არხებში დინების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება, ფორმის მეხსიერების მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირების გაანგარიშება, სადაც, მასალის მდგრადობის ინტეგრალური პირობის საფუძველზე მიღებულია განმსაზღვრელი განტოლებები არადრეკადი დეფორმირებისათვბის თერმომექანიკური დატვირთვისას. გამოქვეყნებული აქვს 86 სამეცნიერო სტატია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფორმის მეხსიერების მქონე მასალებისა და კონსტრუქციის ელემენტების არადრეკადი დეფორმირების ანგარიში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.235-236 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |