შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი მანჯგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის 26-ე ტექნიკური სასწავლებელი ზეინკალ-ავტოშემკეთებლის სპეციალობით 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ავტომექანიკოსის სპეციალობით - 1975 წელს. 1975-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოძრაობის უსაფრთხოების ლაბორატორიის ინჟინერი, შიგაწვის ძრავების კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1977 წლიდან - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ამავე წლიდან - მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის კომბინირებული შიგაწვის ძრავების კათედრის ასპირანტი; მუშაობდა ამავე კათედრის პრობლემურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში; 1981-2000წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის ფილიალში ჯგუფის ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ძრავების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; ამავე წლებში - ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 2000 წლიდან - თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა ეხება დიზელის ძრავის გამომშვებ არხში აირის მოძრაობის პარამეტრების ანგარიშისა და არხის პარამეტრების გაუმჯობესების ღონისძიებებს. სახელდობრ, განიხილა შიგაწვის ძრავის აირგამტარი პროფილების ოპტიმიზაციის საფუძვლები, სამგანზომილებიანი მათემატიკური მოდელებისა და პროფილების გრადიენტული ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენებით. შემუშავებული თეორიის საფუძველზე დაპროექტდა დიზელის ძრავების აირგამდინარი არხების ახალი პროფილები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კამის და ქუთაისის საავტომობილო ქარხნებში წარმოებული ძრავების მახასიათებლები, კერძოდ, 2-3%-ით შემცირდა საწვავის ხარჯი და 15-20%-ით ბოლვის მახასიათებელი, ხოლო მაყუჩის ახალი კონსტრუქციის გამოყენებამ შეამცირა ხმაურის დონე 15-2-%-ით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.241-242; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.209-210 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |