The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნატროშვილი

დავით ნატროშვილი
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს; ასპირანტურა - 1973 წელს. 

1973-1987წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი, უმაღლესი მათემატიკის N99 კათედრის გამგე; 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრული მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი; შეთავსებით - 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2005წწ. - სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის ექსპერტი; 2003-2004წწ. - საქართველოს განათლების სამინისტროს სახელმწიფო კურიკულუმის შემმუშავებელი კომისიის ექსპერტი მათემატიკაში; 2004-2006წწ. – გლაზგოს (ბრიტანეთი) კალედონიის უნივერსიტეტის პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომათა სრული სია მოიცავს 230-ზე მეტ დასახელებას, მათ შორის 9 სამეცნიერო მონოგრაფია (ხუთი რუსულ და ოთხი ინგლისურ ენაზე), 7 სახელმძღვანელო. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1989).

წყარო: მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1917-2014/ლიდა ბერიძე. -თბ., 2014. -გვ.133-134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი (1984-)
  • ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოება, წევრი (1992-)
  • მათემატიკისა და ინფორმატიკის თბილისის საერთაშორისო ცენტრი (ევროპის მათემატიკოსთა კავშირი), პრეზიდიუმის წევრი (1998-)
  • მათემატიკოსთა და მექანიკოსთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1990-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: