The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბარბარე გაბუნია

ბარბარე გაბუნია
Date of birth:1899
Date of death:19 December, 1937  (at 38 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ბარბარე გაბუნია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული. დაპატიმრების დროს თბილისის 53-ე სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. 1921 წელს დაპატიმრებული იყო საქართველოს საგანგებო კომისიის მიერ კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. მეორედ დააპატიმრეს 1937 წელს, "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 10 დეკემბერს. მას ბრალად ედებოდა, რომ 1935 წელს გადაბირებულ იქნა პოლონეთის დაზვერვაზე სამუშაოდ დაზვერვის რეზიდენტის მიერ; 1935-1937წწ. აგროვებდა და გადასცემდა ჯაშუშურ შეტყობინებებს ჯერ დაზვერვის რეზიდენტის მეშვეობით, ხოლო 1936 წლიდან კი პირადად გადასცემდა პოლონეთის კონსულს. ბარბარე გაბუნიას მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 19 დეკემბერს.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

Share: