შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს; ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1971 წელს. 1961-1966წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ეფროსი ლაბორანტი; 1966-1967წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1978წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი; 1978-2006წწ. - კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის გამგე; 1993-1999წწ. - გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2006-2009წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; შეთავსებით - 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, პროფესორი; 2006-2009წწ. - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი; 2009 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა: მათემატიკური ფიზიკის წრფივი და არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების და განტოლებათა სისტემების ამოხსნის რიცხვითი მეთოდების შექმნა და დაფუძნება; ეკონომიური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა; კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო და სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა და მათი ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შემუშავება; წრფივი და არაწრფივი განტოლებებისა და განტოლებათა სისტემებისათვის პარალელური იტერაციული ალგორითმების აგება და ანალიზი; არამკაფიო სისტემებისა და მოდელების კვლევა. 139 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 11 სახელმძღვანელო) ავტორი. მიღებული აქვს თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია საუკეთესო სახელმძღვანელოსთვის (2002), უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესი, მ. მ. ბოგოლიუბოვის სახ. სამახსოვრო ოქროს მედალი - "За високий рიвень наукових результатიв в гадузi математичноï науки" (2009). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.250-251; წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი: dl.sangu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |