შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ მეუნარგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1960 წელს; ასპირანტურა 1963 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკისა და ახლად გახსნილ კიბერნეტიკის ფაკუტეტებზე ასისტენტად; 1966 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში (უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გარსთა თეორიის განყოფილების გამგე, კვლავ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი). სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფირფიტებისა და დამრეცი გარსების კლასიკური და დაზუსტებული წრფივი თეორიები და მათი საშუალებით პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანების ამოხსნა, მათ შორის ძაბვების კონცენტრაციის ე. წ. კირშის ტიპის ამოცანები და მიღებული შედეგების ანალიზი; არადამრეცი გარსებისათვის მიღებულია ფიზიკურად და გეომეტრიულად არაწრფივი თეორიის 2-განზომილებიან განტოლებათა უსასრულო სისტემა; გაწრფივების ცნობილი მეთოდის გამოყენებით ნებისმიერი სასრული რიგის მიახლოებისათვის მიღებულია ზოგადი ამონახსნის წარმოდგენა z-კომპლექსური ცვლადის ანალიზური ფუნქციების საშუალებით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცვლადი სისქის ფირფიტების ღუნვის თეორიის შესახებ", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სწრაფად ცვალებადი გეომეტრიის მქონე დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანები", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.251-252; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |