The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ მეცხვარიშვილი

იასონ მეცხვარიშვილი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1977  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მათემატიკური განყოფილება 1929 წელს.

1929-1932წწ. იყო თბილისის მუშათა ფაკულტეტსა და ქიმიის ტექნიკუმში მათემატიკის მასწავლებელი; 1930-1932წწ. ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი; 1932-1935წწ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკისა და მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1933 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ მათემატიკისა და ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშროელი; 1935-1941წწ. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1936 წლიდან - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1938-1949წწ. - ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ხელმძღვანელი; 1949-1977წწ. ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკური ანალიზის კათედრის გამგე. იგი იკვლევდა ორი დამოუკიდებელი ცვლადის ცვლადკოეფიციენტებიანი ჰიპერბოლური ტიპის განტოლების ეგრეთწოდებულ ზღვურ ანუ განზოგადებულ ამონახსნებს; ასევე იკვლევდა კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საკითხებს; მან შეისწავლა ლომელის ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხები და ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში პარამეტრის მეთოდის გამოყენებით მოგვცა კომპლექსური არგუმენტის რვა ანალიზური ფუნქციის ლომელის ფუნქციებად გაშლის მის მიერ დადგენილი ფორმულები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1973).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.252-253

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: