შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ფირანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მანავი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა ზოოვეტის ინსტიტუტი 1961 წელს; ამავე ინსიტიტუტის ასპირანტურა მერძევეობის განხრით. 1972 წლიდან მუშაობდა მერძევეობის და რძის პროდუქტების ტექნოლოგიის ინსტიტუტში დაწყებული უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობიდან დირექტორის თანამდებობამდე; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგიაში; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგიაში სწავლა გააგრძელა მრავალმა თანამშრომელმა " საქართველოს რძის გაერთიანებიდან". საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიწვეულ იქნა სამუშად ქ. მოსკოვში სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის კომპლექსში, როგორც რძის სპეციალისტი; მოსკოვსა და რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი რძის გადასამუშავებელ ქარხნას ჩაუყარა საფუძველი, დანერგა ქართული ყველის (სულგუნი, იმერული, ცხვრის გუდის ყველი), ნადუღის წარმოება, საქონლის ფაშვის და შილდანის გამოყენება (ხაშის ნედლეულის დამზადება). გამოქვეყნებული აქვს 47 სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის საფრანგეთში (პარიზი, 1978). პირველი ასპირანტი რძის ტექნოლოგიაში და პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Исследование процессов и уточнение технологии производства сыра сулгуни", დაიცვა 1972 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |