The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა იმნაიშვილი

შოთა იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1948
გარდაცვ. თარიღი:2005  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შრომის სასაფლაო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, მახარაძის რაიონი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთმექანიკოს-უნივერსალის სპეციალობით 1969 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა იმთავითვე  სსრკ ნოვოროსიისკის საზღვაო სანაოსნოს გემების მოტორისტად დაიწყო, რამდენიმე წელიწადში იგი იქვე გახდა შორეული ნაოსნობის გემების მეოთხე და მესამე რანგის მექანიკოსი; 1973 წელს ზღვაში საქმიანობას თევზსაჭერ ფლოტში განაგრძობს და 1977 წლამდე სსრკ შავი ზღვის ქერჩის «ЮГРЫБА»-ს სამმართველოს გემებზე ცურავს; 1977 წელს, უკვე გამოცდილი გემთინჟინერი სამშობლოში ბრუნდება, თევზსაჭერიდან საზღვაო-სავაჭრო ფლოტში გადმოდის და შორეული ნაოსნობის გემთმექანიკოსად საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე იწყებს; ცურავდა ჯერ მესამე და მეორე რანგის მექანიკოსად, 1995 წელს შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი გახდა და 2005 წლამდე სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზეც მოუწია ცურვა. გარდაიცვალა ზღვაში, გემზე ყოფნისას, 2005 წელს. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის გემების უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: