The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოთამ ქარცივაძე

იოთამ ქარცივაძე
სხვა სახელი:ბიბი ქარცივაძე
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1997  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1940 წელს.

1940-1956წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, ერთდროულად, 1941-1942წწ. - ამიერკავკასიის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტში და 1942-1954წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1956-1997წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში (ამჟამად, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი) სხვადასხვა თანამდებობებზე (დირექტორის მოადგილე, განყოფილების უფროსი); 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგებდა მათემატიკური ანალიზის კათედრას.

მის შრომებში შესწავლილია დრეკადობის თეორიის ძირითადი ამოცანები, რომლებშიც მონახა მათი ეფექტური ამოხსნები ზოგიერთი არესთვის; მან შეისწავლა კოშის ტიპის ინტეგრალის თვისებები ინტეგრების გზის ბოლოების მახლობლად; იკვლევდა სინგულარულ და ინტეგრალურ ოპერატორებს წყვეტილი კოეფიციენტებით; ჰიპერბოლურ სივრცეში ორთოგონალურ ნამრავლს და ორთოგონალური სისტემების თვისებებს; მისი კვლევის თემებს აგრეთვე წარმოადგენდა, არაკომპაქტური საზღვრების მქონე არეში პოტენციალისა და ფუნქციონალური ანალიზის თეორიის საკითხები. მათემატიკოსი და მექანიკოსი, პროფესორი (1977).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.284

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: