Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ქენქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზების ექსპლუატაციის სპეციალობით 1976 წელს; 1981-1983წწ. სწავლობდა მოსკოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობდა მოსკოვის რკინიგზაზე, სადგურ ორეხოვო-ზუევოში სადგურის მთავარ ტექნოლოგად; 1985-2002წწ. - ამიერკავკასიის რკინიგზაზე (ამიერკავკასიის რკინიგზის გამოთვლითი ცენტრის უფროსის მოადგილე, შემდეგ, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის დირექტორი). მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია რკინიგზის სიმძლავრე და მის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები; მის მიერ მეცნიერულად დამუშვებულია მეთოდი, ვაგონ და მატარებელნაკადების შემჭიდროებით გატარება პაკეტური და დიდმასიანი (შეერთებული) მატარებლების შემხვედრ მიმართულებებზე მოძრაობის პირობებში წარმატებით იქნა გამოყენებული ამიერკავკასიის, ვოლგისპირეთისა და სამხრეთის რკინიგზების ტვირთდაძაბულ უბნებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.284-285 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |