შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ნადირაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. ნიკო ნადირაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების გამო გარიცხეს; ამის შემდეგ პირველი თანრიგით დაამთავრა თბილისის ფეხოსანთა სამხედრო სასწავლებელი. 1914 წელს მონაწილეობდა ავსტრია-გერმანიის წინააღმდეგ ომში. იგი მსახურობდა ჯარების იმ ნაწილში, რომელიც ლაგოდეხის ყაზარმებში იდგა; სწორედ მაშინ მან დიდი ღვაწლი გასწია ლაგოდეხის მხარეში ქართველთა ჩასახლებისა და ქართული სოფლების დაარსების საქმეში. რევოლუციის შემდეგ ნიკო ნადირაშვილი საბოლოოდ დასახლდა ლაგოდეხში. მან დატოვა ხელნაწერები საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიის, რუსთველოლოგიისა და სხვდასხვა საკითხის შესახებ. მიღებული ჰქონდა ჯილდოები და მედლები. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.291 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |