შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ შავლაყაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1984 წელს. 1984 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; პარალელურად, 1991 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობის თეორიისა და ფირფიტების ღუნვის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანები ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი, იზოტროპული და ანიზოტროპული, პიეზოელექტრული და ბლანტიდრეკადი თვისებების მქონე სხეულებისათვის, რომლებიც ურთიერთქმედებენ ცვლადი სიხისტის მქონე დრეკად თხელკედლიან ელემენტებთან; ცვლადკოეფიციენტიანი სინგულარული ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებისა და ასეთ განტოლებათა სისტემის გამოკვლვა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის, ინტეგრალური გარდაქმნების თეორიის, ინტეგრალური განტოლებებისა და მიახლოებითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით; ზუსტი და მიახლოებით ამოხსნების მიღება და საკონტაქტო ძაბვების ასიმპტოტური გამოკვლევა დრეკადი ელემენტების გეომეტრიული და ფიზიკური პარამეტრების ცვლილების კანონთან მიმართებაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.289-290 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |