The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ შათაშვილი

სიმონ შათაშვილი
Date of birth:1910
Date of death:1996  (at 86 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

1930 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1932 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1936 წელს.

1940-1943წწ. - სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი; 1943-1947წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1947-1949წწ. - მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრის დოცენტი; 1949-1964წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრა; 1968 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი; 1971-1987წწ. - ამავე კათედრის გამგე. 1971 წელს მისი ინიციატივით დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კათედრა, რომელიც ემსახურებოდა სამთო-გეოლოგიურ, ენერგეტიკულ და სამშენებლო ფაკულტეტებს; 1987 - წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. რამდენიმე სახელმძღვანელოს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მის მიერ გამოკვლეულია მდგრადი დრეკადი რხევის დიფერენციალური განტოლებების სასაზღვრო ამოცანები ლიაპუნოვის ზედაპირით შემოსაზღვრული არეებისათვის; აგრეთვე კონტაქტური ამოცანა ლიაპუნოვის წირით შემოსაზღვრული არეებისათვის; შეისწავლა ერთი კლასის სინგულარულ-ინტეგრალურ განტოლებათა თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.290-291; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული.-თბ., 2012. -გვ.149-150

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: