შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ციცქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 1957-2012წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; პარალელურად, 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თეორიული მექანიკის, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრებზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრაზე; 1985-2002წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა ჰიდროდინამიკა - ფილტრაციის თეორია; ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები; კერძოწარმოებულიანი დიფერენცილური განტოლებები და ასოცირებული სასაზღვრი ამოცანები; ანალიზურ ფუნქციათა თეორია, კონფორმული ასახვები. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება შეეხება ჰიდრომექანიკის ამოცანების მოდელირების, კერძოდ, ფილტრაციის თეორიის ბრტყელი, სტაციონარული, არაწრფივი, ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდების შექმნას. მან შექმნა ახალი მიმართულება და სამეცნიერო კვლევის ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებით შესაძლებეილ გახდა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მძლავრი მათემატიკური აპარატის გამოყენებით ისეთი კლასის ამოცანების ამოხსნა, რომელთა ამოხსნა მანამდე ვერ ხერხდებოდა. კერძოდ, ახალი მეთოდებით მან ამოხსნა ფილტრაციის ამოცანები, სხვადასხვა ფორმის მიწის კაშხალებისათვის და არხებისათვის, სადაც მოცემულია ამონახსნების აგების ზოგადი მათემატიკური მეთოდი, როდესაც სასრული რაოდენობის წვეროს მქონე წრიული მრავალკუთხედის კონფორმული გადასახვის აგება ხდება ნახევარ სიბრტყეზე. მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილის თემატიკაა შვარცის დიფერენციალური განტოლებების ზოგადი ამონახსნების აგების თეორია, წრიული მრავალკუთხედების კონფორმულად გადამსახავი ფუნქციებისათვის და მათი კავშირი ფილტრაციის და ჭავლური თეორიის ღერძსიმეტრიულ ამოცანებთან. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.296-297
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |