Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა 2001 წელს. 1997-1999წწ. გაიარა სასწავლო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტში; 1997-1998წწ. გავლილი აქვს ტრენინგები კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების სტრატეგიის, საკანონმდებლო ტექნიკისა და კანონშემოქმედებითი პროცესის (USAID, AED) მიმართულებით, მონაწილეობდა სახელმწიფო სამართლებრივ ოლიმპიადაში "ადამიანი და კონსტიტუცია"; 2000 წელს სწავლობდა ცენტრალური ევროპის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო პოლიტიკის ინსტიტუტში (COLPI) ქ. ბუდაპეშტი; 1996-1999წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლის განყოფილების უფროსი, 1998-1999წწ. - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი; 1999-2000წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად; 2000-2003წწ. იურიდიული ფირმის - "კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები" ადვოკატად; 2003-2007წწ. თბილისის საარბიტრაჟო პალატის დირექტორად; 2003-2005წწ. "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატად; 2005 წლიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით - საადვოკატო ბიუროს "გაბუნია და პარტნიორები" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია;2006 წელს დასახელებულ იქნა "წლის ადვოკატად"; 2010 წელს დააფუძნა შპს "ადვოკატთა სკოლა"; 2018 წლის 18 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. წყარო: საქართველოს ადვოკათთა ასოციაცია: gba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |