The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ პატარიძე

ზურაბ პატარიძე
Date of birth:12 February, 1973  (52 years)
Category:Diplomat, Economist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკომინისტის კვალიფიკაციით - , ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით 1994 წელს; ბათუმის შოთა რუსთასაველის ხელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2007 წელს.

1994-1996წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურებში; 1996-2000წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (2000); 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2009 წლის 4 მარტიდან - 1 მაისამდე, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული; 2009-2010წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2011); 2011-2012წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი); 2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; 2013-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 2016 წლის 15 ივლისიდან - 2018 წლის 21 ივლისამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 2018 წლის 29 აგვისტოდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი: adjara.gov.ge; საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრო: azerbaijan.mfa.gov.ge დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 131


Share: