შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო კუტივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ალმათი, ყაზახეთი. 1962–1966წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოსა" და 1967–1973წწ. თბილისის "დინამოში"; 171 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი; არის სსრკ– ს პირველობის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი - 1967, 1969 და 1971 წლებში; სამწვრთნელო კარიერა: სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1974-1984), კლუბის დირექტორად (1983) და მთავარ მწვრთნელად (ნოემბერი 1994- თებერვალი 1995); რეგულარულად ესწრებოდა თანამეგობრობის თასის მატჩებს; 1997 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ასრულებდა ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას; 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის "დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მას "საქართველოს სპორტის რაინდის წოდება" მიენიჭა; სანაკრებო კარიერა: ს. კუტივაძემ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი, 1965 წლის 4 სექტემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ; 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი. წყარო: თბილისის "დინამოს" ვებ-გვერდი: archive.ph; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.163 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |