The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ნოზაძე

თენგიზ ნოზაძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:იურისტი, მუსიკოსი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე; 1958 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტელესტუდიაში; 1959 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. 1960-იანი წლების დამდეგიდან მოღვაწეობს საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში "მემატიანე" (იყო ერთ-ერთი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი). გადაღებული აქვს არა ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი (მათ შორის "გულშემატკივრები", "მიხეილ ხერგიანი", "ქართული ტიხრული მინანქარი", "რუსთაველი და მისი ეპოქა", "რუსთაველი 800", "გზა ოლიმპოსაკენ", "თასი - 76" და სხვ.); 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი ჯაზორკესტრი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ორკესტრის პირველი ხელმძღვანელი იოსებ ტუღუში და იმხანად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი თენგიზ ნოზაძე (იგი ორკესტრში I ალტ-საქსოფონზე უკრავდა); რამდენიმე წლის შემდეგ ნოზაძე თავის ჯაზორკესტრში (პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცნობილი ორკესტრი) მიიწვია ჯანო ბაგრატიონმა; აქ იგი უკრავდა 1956 წლამდე; მან აღზარდა არა ერთი ქართველი კინოდოკუმენტალისტი; რეჟისორი-კინოდოკუმენტალისტი, ქართული პროფესიული ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1945).

წყარო: ბილიკები ხელოვნების მწვერვალებისაკენ : ნარკვევი თბილ. სახელმწ. უნ-ტის თვითმოქმედების ისტორიიდან /თამარ გომართელი.-თბ.,1981.-288-290; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.145

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: