შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1954 წელს. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, მუშაობდა პროკურატურის სისტემაში: 1955-1956წწ. ტყიბულის სტალინის სახელობის შახტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1956-1957წწ. ტყიბულის სტალინის სახელობის შახტის კადრების განყოფილების გამგე; 1957-1958წწ. საქართველოს კპ ტყიბულის რაიკომის ინსტრუქტორი; 1958-1961წწ. საქართველოს კპ ტყიბულის რაიკომის საორგანიზაციო გან-ის გამგე; 1961-1968წწ. ტყიბულის რ-ის და ქალაქ ტყიბულის პროკურორი; 1968-1969წწ. საქართველოს სსრ პროკურატურის განყოფილების პროკურორი; 1969-1973წწ. საქართველოს სსრ პროკურატურის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1973-1974წწ. საქართველოს სსრ პროკურატურის საგამომძიებლო განყოფილების უფროსი, კოლეგიის წევრი; 1974-1980წწ. ქ. თბილისის პროკურორი; 1980-1982წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგის მოადგილე; 1982-1988წწ. საქართველოს სსპ პროკურორის პირველი მოადგილე; 1988-1992წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი; აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იყო სსრკ პროკურატურის საპატიო მუშაკი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.296 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |