შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარ ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის თბოენერგეტიკის ფაკულტეტი თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1935 წელს. 1927-1930წწ. მუშაობდა სეზონურ მუშად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში და სარკინიგზო-საგზაო სამმართველოში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებული იქნა კრივოი როგის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტრო ცენტრალში (თეც), სადაც მუშობდა ბრიგადირად ტურბოგენერატორის მონტაჟზე, შემდეგ საქვაბე საამქროს ექსპლუატაციის ოსტატად; 1936 წელს გადაიყვანეს აფხაზეთში ტყვარჩელსრესმშენში; 3-თვიანი სტაჟირების (ქ. დონბასში) შემდეგ ჩააბარა გამოცდები სადგურის მორიგე ინჟინრის თანამდებობაზე და დაბრუნდა ტყვარჩელსრესში, სადაც მუშაობდა სამონტაჟო განყოფილების ინჟინრად, თბოძალოვანი მოწყობილობების მონტაჟის ინჟინრად, სატურბინო საამქროს ინჟინრად, სატურბინო საამქროს უფროსად; 1943-1948წწ. მუშაობდა თბილისში თბილთეცის მთავარ ინჟინრად; 1948-1961წწ. - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თეცის მთავარ ინჟინრად; 1961-1963წწ. - თბილსრესის მშენებლობის დირექციის მთავარ ინჟინრად; 1963-1966წწ. - თბილსრესის ექსპლუატაციის მთავარ ინჟინრად; 1966 წლიდან - თბილისის თეცის მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოადგილედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.28-29; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 32
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |