The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ბახტაძე

ჯემალ ბახტაძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:2007  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

1992 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსებულ კონსტრუქციების დაზიანების დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის კათედრას, იმავე დასახელების სამეცნიერო ლაბორატორიას, იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ექსპერტიზის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს საგანგებო სიტუაციების გაფრთხილებისა და პრობლემების ლიკვიდაციის საბჭოს ექსპერტი, საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 171 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია, 3 დამხმარე სახელმძღვანელო, 3 მეთოდური მითითება და 60 გამოგონება. მისი სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობა შეიძლება დახასიათდეს ძირითადად ორი ახალი სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულების შექმნით, გამოქვეყნებული შრომებით: 1. მის მიერ მსოფლიოში პირველად დაწყებულია და დღემდე გრძელდება სამუშოები ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდებლის შესაქმნელად, რომლებიც გათვალისწინებულია გამოყენებულ იქნეს კონსტრუქციების მუშაუნარიანობისა და მთლიანობის კონტროლისათვის დიაგნოსტიკურ ცენტრებში გამოსაყენებლად. პირველ რიგში ატომურ ენერგეტიკაში, ავიაკოსმოსურ ტექნიკაში და ქიმიურ მრეწველობაში, ტექნიკური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად; 2. სითხის წვეთის ლაზერულ-თერმული აფეთქების შედეგად ძალოვანი ველის მიღებისა და გამოყენების პრინციპებისა და მეთოდების დამუშავება. ამ მეცნიერული მიმართულებით პირველად გამოკვლეულია ლაზერულ-თერმული აფეთქებით მიღებული ძალოვანი ველის გამოყენება შტამპვაში, ვიბრატორში, მედიცინაში - სისხლის მიმოქცევის ხელოვნურ სისტემაში, იარაღის ახალი სახეობის სისტემაში და ა.შ. ასეთი ტიპის აპარატების შექმნისათვის მსოფლიო გამოფენაზე მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი "საუკეთესო კონსტრუქციის ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდის გამოგონებისა და შექმნისათვის", ასევე ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი. მისი საინჟინრო, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მოიცავს 45 წელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.29-30

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: