The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გაგნიძე

კონსტანტინე გაგნიძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1983  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შქმერი, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა.

1923 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ელექტრომექანიკურ სპეციალობაზე; 1930-1931წწ. სწავლობდა ლენინგრადში ინჟინერ-ენერგეტიკოსთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე; 1932 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში ეუფლებოდა ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის საქმეს.

ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო საქმიანობა ზაჰესში, ქვესადგურის მორიგის თანაშემწედ, მორიგე ელექტრიკოსად; 1930 წელს დააწინაურეს მორიგე ინჟინრად; 1933 წელს დაინიშნა ზაჰესის დირექტორად; აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის ჩამოყალიბებაში; იყო საქართველოში ენერგოსისტემის დისპეტჩერული მართვის განხორციელების ერთადერთი მოთავე; 1943 წლიდან ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ენერგოსისტემის მთავარ დისპეტჩერად; იყო არაერთი რაციონალიზატორული წინადადების, გამოგონების ავტორი და ახალი ტექნიკის დანერგვის ინიციატორი, მათ შორის: პირველი ტელეგანზომილება ზაჰესიდან აქტიური დატვირთვის და ძაბვის მნიშვნელობების გადმოცემით თბილისში სადისპეტჩერო პუნქტზე (1935), გადადინების ავტომატური რეგულატორის დაყენება სისტემათაშორისო ელექტროგადამცემ ხაზზე (1956) და სხვ. გამოქვეყნებული აქვს სტატიები საკავშირო და რესპუბლიკური მნიშვნელობის ჟურნალებსა და გაზეთებში; ათეული წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში; 1940 წლიდან იყო საკავშირო ცენტრალური გამგეობის წარმომადგენელი, რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1955 წლიდან - საკავშირო ცენტრალური გამგეობის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.35; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 60-61

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, წევრი (1928-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: