შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს. სამუშაოდ გააგზავნეს ქ. ლენინგრადში ელექტრომანქანათმშენებლობის გაერთიანება - "ელექტროსილაში", სადაც 1958 წლამდე გაიარა გზა ინჟინრიდან ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის გამგის მოადგილემდე; ამავე პერიოდში შეთავსებით მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ელექტროტექნიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე; 1958 წელს საქართველოში მაგისტრალური ელმავლის ათვისებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით იგი, როგორც ინჟინერი, მიიწვიეს თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, სადაც 1963 წლამდე მუშაობდა ჯერ უფროს ოსტატად, შემდეგ კი - ელმავლების დაპროექტების სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში საკვლევი განყოფილების უფროსად; მან უშუალო მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული მაგისტრალური ელმავლების მშენებლობაში, გამოცდასა და სერიულ ათვისებაში; მისი თაოსნობით და ხელმძღვანელობით ქარხანაში შეიქმნა უნიკალური საგამოცდო ცენტრი ძრავებისათვის, რომელსაც დღესაც ანალოგი არ გააჩნია; 1963 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის დოცენტად; 1971 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა რკინიგზის ტრანსპორტზე ავტომატიკისა და კავშირგაბმულობის კათედრა, რომელსაც 1983 წლამდე თვითონ ხელმძღვანელობდა; 1983-1992წწ. იგი იყო სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი; 1992 წელს იგი საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნა; შემდგომში იგი მოღვაწეობდა გამომცემლობა "ტექნიკური უნივერსიტეტის" დირექტორად; პარალელურად იყო მის მიერვე შექმნილი კათედრის პროფესორი. 81 სამეცნიერო ნაშრომის, 27 გამოგონების, 7 სასწავლო სახელმძღვანელოს და 4 მეთოდური მითითების ავტორია; სხვებთან ერთად პირველად შექმნა ქართულ ენაზე სარკინიგზო ავტომატიკის, ტელემექანიკის და კავშირგაბმულობის ტერმინოლოგია; მისი გამოგონებები ექსპონირებული იყო ესპანეთში, რუსეთში, ბულგარეთში, იგი არაერთგზის მონაწილეობდა სხვადასხვა სიმპოზიუმებსა და ფორუმებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.49-50; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |