The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაჟდენ ებრალიძე

რაჟდენ ებრალიძე
Date of birth:17 March, 1903
Date of death:April, 1987  (at 84 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა ფოთის ვაჟთა გიმნაზია 1922 წელს; 1922-1924წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1929 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მიიღო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის ელექტროქსელებში მოწყობილობების მემონტაჟედ, ელექტრომონტიორად; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ - იქვე ელექტროგაზომვების და ელექტრომანქანების ლაბორატორიაში; 1930-1944წწ. მუშაობდა "საქენერგოში", "საქენერგოპროექტსა" და "ენერგოქსელპროექტში"; 1942-1943წწ. - მენჯი-ფოთის ელექტროგადამცემი ხაზის უფროს საქმის მწარმოებელად; 1945 წელს მონაწილეობდა გერმანიის საბჭოთა ზონაში ინჟინერ-მაიორის ჩინით სსრკ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგომონტაჟის განსაკუთრებული სამმართველოს მიერ წარმოებულ აღდგენით სამუშაოებში; 1945 წლიდან ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" საპროექტო-სააღრიცხვო კანტორის მთავარი ინჟინერი იყო; 1960 წელს - ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1963 წლიდან - ინსტიტუტ "ელექტროქსელპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1949-1970წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული ქსელებისა და სისტემების კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1979 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობა გააგრძელა იმავე ორგანიზაციის ენერგოობიექტების დაგეგმარების ჯგუფის წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაგეგმარდა და აშენდა სრესის, მინგეჩაურჰესი-თბილსრესის, ენგურჰესი-ზესტაფონი-თბილსრესის, ენგურჰესი-სტავროპოლის, რუსთავი-გურჯაანის, ვარდნილჰესები-ბათუმის, ტყვარჩელსრესი-ბზიფის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. არის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული მონოგრაფიის "მთის ელექტროგადამცემი ხაზები" ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. შეტანილია სსრკ-ის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის ენციკლოპედიაში "საბჭოთა ენერგეტიკოსები".

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.58-59

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: