შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. არის გიორგი ლეონიძის, ალექსანდრე აბაშელის, მიხეილ ჯავახიშვილის და იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების შესახებ მონოგრაფიული გამოკვლევების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული წერილები. გამოუქვეყნებელი დარჩა ორი მონოგრაფია - "შიო არაგვისპირელი" და "ვასილ ბარნოვი". ანდრო მირიანაშვილი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, სხვადასხვა დროს კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტებში. მონაწილეობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის მეხუთე ტომის შედგენასა და გამოქვეყნებაში. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.404 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |