შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დურმიშხან ჩიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი. 1951 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ფილიალის თელავის საბუღალტრო სასწავლებელში. 1953-1954წწ. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში, შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სასწავლო ნაწილის ინსპექტორად. 1958 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტურაში სპორტის ფიზიოლოგიის მიმართულებით. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ფიზიოლოგიის კათედრაზე ჯერ მასწავლებლად, შემდეგ 1968-1972წწ. უფროს მასწავლებლად. 1972 წლიდან იყო ამავე კათედრის დოცენტი, 1981-1991წწ. კათედრის გამგე, ხოლო 1996 წლიდან პროფესორი. 1976-1978წწ. იყო ინსტიტუტის პრორექტორი აღმზრდელობით დარგში, 1980-1999წწ. მწვრნთელთა ფაკულტეტის დეკანი, 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში პრორექტორად სასწავლო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია, არის მრავალი საერთაშორის სამეცნიერო ყრილობისა და სიმპოზიუმის მონაწილე. 1964 წლიდან, როგორც მეცნიერ-კონსულტანტი მუშაობდა საქართველოს სპორტის სხვადასხვა სახეობაში (კრივი, ფარიკაობა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა, ძიუდო). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს, სადოქტორო 1996 წელს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.417; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.294 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |