The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა მაკარაძე

ვაჟა მაკარაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 2002  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგია-ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის შემდეგ სოფელ ოლადაურის სკოლაში განაგრძო პედაგოგიური მუშაობა; თხუტმეტი წელი ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას, რის შემდეგაც ის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე გახდა. 1982 წლიდან იყო ამავე სკოლის დირექტორი; პედაგოგიური მუშაობის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა; გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი პუბლიცისტური და მეთოდური ხასიათის წერილი, რომელთა უმრავლესობა სწავლებისა და აღზრდის საკითხებს ეხება; იგი ყოველწლიურად მონაწილეობდა რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ "პედაგოგიურ კითხვაში"; სამეცნიერო-კვლევითი, პუბლიცისტური და ესეისტური ხასიათის მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება წიგნი "ჩემო სკოლავ, მაღალ მთაზე ტაძარივით დადგმულო", რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა; მისი ინიციატივით სკოლასთან შეიქმნა ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმი, იგი თავად ხელმძღვანელობდა მუზეუმის სამეცნიერო საბოჭოს მუშაობას და აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს; დაჯილდოებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და განათლების სამინისტროს საპატიო სიგელებითა და დიპლომებით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: