The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უშანგი სახლთხუციშვილი

უშანგი სახლთხუციშვილი
Date of birth:26 March, 1937
Date of death:2005  (at 67 years)
Category:Translator, Writer, Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს.

1963 წელს გაცვლითი პროგრამით უნივერსიტეტიდან სხვა სტუდენტებთან ერთად გაიგზავნა ქ. რიგაში ლატვიური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესასწავლად. გარკვეული პერიოდი მუშაობდა სოფელ საცხენჰესის საშუალო სკოლაში (სოფელი სააკაძე, გარდაბნის რაიონი) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1965-1969წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1969 წლიდან მუშაობდა თსუ ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებული ფარნაოზ ერთელიშვილის სახელობის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში უმცროს ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1965 წლიდან აქვეყნებდა ქართულ, ლატვიურ და რუსულ ენებზე სტატიებსა და ნარკვევებს, აღწერილი აქვს ტოპონიმიკური მასალა (40 000 ათასამდე ერთეული), ძირითადად კახეთის რეგიონში. 1970 წლიდან ეწევა თარგმნელობით მოღვაწეობას, თარგმნილი აქვს ლატვიელი მწერლის ზ. სკუინის რომანი "კოლუმბის შვილიშვილები", ჟ. გრივას "ნოქტიურნი", ა. ბელის რომანი "გალია", ლატვიელ მწერალთა მოთხრობების კრებული "ქარვის ზღვის პირას", "თბილისო, თბილისო, თბილისო...", ვ. ბელშევიცას "სულ იმ ყეყეჩი პაულინეს ბრალია". გამოცემული აქვს ა. იაკუბანის მოთხრობების კრებული, იან რაინისის "აზრები", აგრეთვე ორიგინალური ნაშრომი "ლატვიურ-ქართული სასაუბრო ლატვიური ენის გრამატიკის მიმოხილვითა და ლატვიურ-ქართული ლექსიკონით. 1997 წელს გამოსცა ნარკვევების კრებულის - "ადგილის დედა ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები", პირველი და მეორე წიგნები, აგრეთვე "ლოჭინის ხეობის ონომასტიკონი". საქართველოს რადიოსა და ქართულ გაზეთებში "სოფლის ცხოვრება", "საქართველოს რესპუბლიკა" ხელმძღვანელობდა რუბრიკას "რას მოგვითხრობენ ტოპონიმები". თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიისა და გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს ქართული ონომასტიკის საკითხებზე, ფილოლოგიის მთარგმნელობით განყოფილებაზე კი ბალტიური (ლატვიური) ფილოლოგიის კურსს. უშანგი სახლთხუციშვილი შეყვანილია ლატვიის ენციკლოპედიაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართულ ტოპონიმთა ისტორია-ეტიმოლოგიისათვის (აღმოსავლეთ საქართველოს მასალების მიხედვით)".

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.611; armuri.georgianforum.com

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Bibliography


Share: