The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ეფრემიძე

ლაშა ეფრემიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1987 წელს. 

1987-1988წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1992წწ. - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2000წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2002წწ. - პრაღის მათემატიკის ინსტიტუტი, მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი; 2003 წლიდან - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 2014 წლიდან - ხანგძლივი სამეცნიერო მივლინება ნიუ-ორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კორპუსში; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. კვლევის სფეროები: ჰარმონიული და კომპლექსური ანალიზი, ერგოდულობის თეორია. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სტუდენტთა საუკეთესო სამეცნიერო ნამუშევრისათვის ოქროს მედალი (1986), რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა საუკეთესო ნამუშევრისათვის  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედალი (1987). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.25; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: