შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აზა მდინარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიისა და კინოხელოვნების (მეორეული, კინოსასცენარო სპეციალობით) ფაკულტეტები; შოთა რუსთველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; იყო ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ასოციაცია "მთენის" გამგეობის თავმჯდომარე, ორი რესპუბლიკური შემოქმედ ბავშვთა ფესტივალის დირექტორი, საბავშვო გაზეთი "მთენის", საინფორმაციო სააგენტოსა და ჟურნალისტური სკოლის დირექტორი; საგამოძიებო ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო ჯგუფის პროექტის დირექტორი და ბავშვთა საზაფხულო ბანაკების ტრენერი და მენეჯერი; გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურული შრომები, პუბლიკაციები და საკუთარი ლექსები ქართულ სალიტერატურო პერიოდულ გამოცემებსა და კრებულებში: "ცისკარი", "კრიტიკა", "ლიტერატურული საქართველო", "ჩვენი მწერლობა", "პირველი სხივი", "კარს მიღმა", "ცისარტყელა" და სხვა; გატაცებული იყო ალპინიზმით – 30–ჯერ ასულა კავკასიონის (სვანეთის, ხევის, ხევსურეთის მწვერვალებზე, მათ შორის საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარაზე), ფანების მთებისა (შუა აზია) და ტატრების (პოლონეთი–სლოვაკეთი) მწვერვალებზე; მისი ჰობია ინტერიერის დიზაინი – არის ავტორი სხვადასხვა ბინის, ოფისის (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი), სილამაზის სალონის (33ა), ბარის ("ჯოილენდი", ბაკურიანი) ინტერიერის დიზაინისა. წყარო: საბავშვო ავტორები: kids.ge; armuri.georgianforum.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |