შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ჭეჟია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ინგირი, ზუგდიდის რაიონი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, ფერწერის ფაკულტეტზე; 1971-1972წწ. სწავლობდა ამირან შალიკაშვილის პანტომიის სტუდიაში; სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტის საკლუბო-სარეჯისორო ფაკულტეტზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტკის ფაკულტეტზე. იყო გორკის სახელობის კულტურის სახლის მოსწავლე-ახალგაზრდობის თეატრის დასის მსახიობი; 1972-1974წწ. ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველი არხის კორესპონდენტად, სოფელ ოირემეს 9-წლიანი სკოლის ხატვა-ხაზვის პედაგოგად; თბილისის მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდის სახლის მასწავლებლად; მისი პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ზუგდიდის რაიონულ გაზეთში; 1983 წელს, ჟურნალ "დილაში" აქვეყნებს პირველ საბავშვო მოთხრობას; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე საბავშვო მოთხრობა; თარგმნილია რუსულ ენაზე და დაბეჭდილია ჟურნალ "კალაბოკში"; მისი პროზაული ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ჟურნალ "ცისკარში", "ლიტერატუირულ სქარველოში"; 2019 წელს ხელოვანთა ოქროს ფონდმა მიანიჭა "თამარიონის ენდალმა", დაჯილდოვებულია ლიტერატურული კონკურსის "ბუკნაჭოს" პირველი პრემიით; მისი სადიდო პროზა და პოეზია ინტენსიურად იბეჭდება "ლიტერატურულ საქართველოში", "მწერლის გაზეთში", "ანეულში", "ცისკარში". წყარო: საბავშვო ავტორები: kids.ge; მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |