The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიზა ტურიაშვილი

ლიზა ტურიაშვილი
Legal name:ელისაბედ ტურიაშვილი
Date of birth:1916
Date of death:1985  (at 69 years)
Category:Aviator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარდანახი, გურჯაანის რაიონი.

მუშაობდა "სახკინმრეწვის" ხმის ჩამწერ სტუდიაში, საიდანაც კომკავშირმა სასწავლებლად თბილისის აეროკლუბში გაგზავნა. კურსის დასრულების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს იგი მოხალისედ წავიდა ფრონტზე და 141-ე სანირატულ ავიალეგიონში ჩაირიცხა. მან  არაერთი მებრძოლი გადაარჩინა დაღუპვას. ლიზა ტურიაშვილზე, როგორც უშიშარ მფრინავზე იწერებოდა ზღვისპირეთის არმიისა და შენაერთის წითელარმიულ გაზეთებში. ჩრდილო კავკასიის განთავისუფლების შემდეგ იგი ბელორუსიის მეორე ფრონტის მე-4 საჰაერო არმიის 144-ე დივიზიის სანიტარული ავიაციის ლეგიონში ჩარიცხეს. ბელორუსიის განთავისუფლების შემდეგ ლიზა ტურიაშვილი იბრძოდა პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაში. მიღებული აქვს მრავალი საბრძოლო მედალი, სიგელი და ჯილდო. უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.500


Share: